• საიმედო პიტი
    IMDB
    7.2

    წელი: 2017
    ხარისხი: SD
    ხანგრძლივობა: 2 სთ 01 წთ
    მოკლე აღწერა
    15 წლის ჩარლი ტომპსონს სურს, რომ სახლში იყოს, თავის მაგიდასთან ისადილოს და აღარასოდეს შეიცვალოს სკოლა. მაგრამ ახალი ცხოვრების დაწყების იმედით ის და მისი მამა რეი, პორტლენდში, ორეგონის შტატში ჩადიან. სანამ რეი პირადი პრობლემების მოგვარებით არის დაკავებული, ჩარლი ადგილობრივ იპოდრომზე ახალ მეგობრებს იძენს, სადაც ის ბებერი ცხენის მეტსახელად “მიენდეთ პიტის” მომვლელად იწყებს მუშაობას. ცხენის მფლობელი დელი და მისი ჟოკეი ბონი, მამის არყოფნის სიცარიელის შევსებაში ეხმარებიან ჩარლის. მაგრამ ერთ დღეს მთავარი გმირი გაიგებს, რომ პიტი უნდა მოკლან და ახლა, რომ გადაარჩინოს მისი ახალი მეგობრის სიცოცხლე, ჩარლის უკიდურესი ზომების მიღება მოუწევს. ის ცხენთან ერთად სახიფათო მოგზაურობაში წასვალს გადაწყვეტს, რათა იპოვოს დეიდა, რომელიც წლების განმავლობაში არ უნახავს. ჩარლი და რეი მწუხარებას თანაბრად გაინცდიან, მაგრამ იმედს არ კარგავენ, რადგან გმირები თავიანთ დაუოკებელ ოცნებას მიჰყვებიან – იპოვონ ადგილი, სადაც ისინი შეძლებენ მას სახლი უწოდონ…
  • შინაური ცხოველების სასაფლაო
    IMDB
    6.1

    წელი: 2019
    ხანგრძლივობა: 1 საათი 40 წუთი
    მოკლე აღწერა
    ტივენ კინგის ამავე სახელწოდების საშინელებათა რომანზე დაფუძნებული 1989 წლის ფილმის რიმეიკი, რომელიც დოქტორ ლუის კრიდის, მისი საყვარელი მეუღლის რეიჩელის, მათი ქალიშვლის ელის და პატარა ვაჟის გეიჯის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც პატარა ქალაქში მდებარე ახალ სახლში გადადიან, სადაც მალე უბედურება მოხდება – ელის კატას სატვირთო მანქანა დაეჯახება და მოკვდება. მეზობლის რჩევით ლუისი ოჯახისგან მალულად კატას ტყეში მდებარე ინიელთა უძველეს სასაფლაოზე დამარხავს. მოულოდნელად კატა გაცოცხლდება, მაგრამ აყროლებულ სასტიკ მონსტრად გადაიქცევა. ისტორია მეორდება და უფრო საშინელი ხდება, როდესაც პატარა გეიჯის სატვირთ მანქანა დაეჯახება და მოკვდება, ახლა კრიდმა უკვე იცის, რა უნდა გააკეთოს… მწუხარებისგან შეშლილი მამა მისი ვაჟის სხეულს იდუმალ სასაფლაოზე გადაიტანს ...